Belive

ავსტრალიური ფეხბურთის ლეგენდამ კარიერა დაასრულა (ვიდეო)

1 წთ
ლეგენდარულმა ავსტრალიელმა ფეხბურთელმა, ტიმ კეჰილმა კარიერა დაასრულა. კეჰილმა 23 წელი დიდ ფეხბურთში გაატარა. 14 წლის განმავლობაში ინგლისში თამაშობდა. ის "მილოულისა" და "ევერტონის" ღირსებას იცავდა. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
"საოცარია, რომ 23 წელი გაატარო ის სპორტში, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს. მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ. კარიერის დასრულების დრო არის. მეტი დრი ოჯახს უნდა დავუთმო" - წერს კეჰილი.
39 წლის ფეხბურთელის კარიერა 1998 წელს "მილოულში" დაიწყო. შემდეგ, 2004-12 წლებში "ევერტონის" ღირსებას იცავდა. 2012 წელს ნიუ-იორკ "რედ ბულსში" გადავიდა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩინეთს მიაშურა და "შანხაიში" ითამაშა. 2016-17 წლებში სამშობლოში დაბრუნდა და "მელბურნში" იასპარეზა. კარიერა კი ინდოეთში, კერძოდ "ჯამშედპურში" დაასრულა. ტიმ კეჰილი ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებში 2004 წლიდან თამაშობდა. სანაკრებო კარიერა 2018 წელს დაასრულა. ჩაატარა 108 მატჩი და გაიტანა 50 ბურთი.

სხვა სტატიები