Belive

ბარსელონას გულშემატკივრებმა კლუბის ისტორიაში საუკეთესო გოლები გამოავლინეს (ვიდეო)

1 წთ
"ბარსელონას" ოფიციალურ ვებგვერზე სამთვიანი გამოკითხვის შედეგად, სადაც 500 000-ზე მეტმა "ბლაუგრანას" გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა, გამოვლინდა კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო გოლი. მესის მიერ ესპანეთის თასზე (კოპა დელ რეი) "ხეტაფეს" კარში გატანილმა გოლმა უკონკურენტოდ გაიმარჯვა და ხმების 45% დაიმსახურა.
მეორე ადგილზე ასევე მესის მიერ შესრულებული შედევრი გავიდა, ამჯერად "ბილბაოს" წინააღმდეგ (28%).
მესამე ადგილზე ისევ "უცხოპლანეტელი" გავიდა "რეალთან" ჩემპიონთა ლიგაზე შესრულებული დრიბლინგით (16%).
მეოთხე ადგილზე კი სერხი რობერტოს ისტორიული გოლი გავიდა "პსჟ"-სთან 6-1-ზე მოგებულ მატჩში (11%)

სხვა სტატიები