Belive

ბარსელონას ფეხბურთელები ედერ სარაბიათი უკმაყოფილო არიან

1 წთ
კატალონიის "ბარსელონას" გასახდელში პრობლემებია. მადრიდის "რეალთან" მატჩის დროს, ხშირად ვხედავდით, თუ როგორ იძლეოდა მითითებებს ედერ სარაბია. ამავდროულად, ვიდეოში, რომელსაც Live.Ge გთავაზობთ, ნათლად ჩანს კიკე სეტიენის ასისტენტის საუბარი. სარაბია არცთუ სახარბიელო სიტყვებით გამოირჩეოდა. აქედან გამომდინარე "ბლაუგრანას" ფეხბურთელები თვლიან, რომ ედერ სარაბია არ არის იმ დონის და იმ დონეზე გამოცდილი, რომ მათ ასე ელაპარაკოს ან მითითებები მისცეს. საერთო ჯამში გასახდელში პრობლემებია და ეს გუნდის შედეგებზე კარგად არ აისახება.

სხვა სტატიები