Belive

Betlive.com დინამო თბილისის გენერალური სპონსორი გახდა - პრესკონფერენცია

3 წთ
"დინამო არენას" მედია დარბაზში სკ "დინამო თბილისსა" და კომპანია Betlive.com-ს შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა. Betlive.com 2020 წლის სეზონის ბოლომდე "დინამო თბილისის" გენერალური სპონსორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული დროის პერიოდში "დინამო თბილისი" სპონსორისაგან ნახევარ მილიონ ლარამდე დაფინანსებას მიიღებს. ასევე აღსანიშნია ბონუს სისტემაც, რომელიც შედეგებიდან და წარმატებული ასპარეზობიდან გამომდინარე მიიღება. ხაზგასასმელია, რომ "დინამო თბილისის" მედია პარტნიორი იქნება სპორტული პორტალი Live.ge. Live.ge დინამოს აკადემიის სპონსორიც გახდა.
"მინდა მოგახსენოთ, რომ დინამო თბილისის და Betlive.com-ის პარტნიორობა არ არის შემთხვევითი მოვლენა. ჩვენი ურთიერთობა დაიწყო რამდენიმე თვის წინ. მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქში გამოჩნდა ლეგენდარული დინამოელების ფოტოები და ბანერები. ეს იყო Betlive-ის ინიციატივა. ამას მოჰყვა ძალიან ბევრი დადებითი ემოცია და საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდა და ამის შედეგი არის დღევანდელი დღე, როდესაც Betlive ხდება დინამო თბილისის გენერალური სპონსორი. სპონსორობის ვადა მოიცავს როგორც მიმდინარეს, ასევე 2020 წლის სეზონსაც. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ Betlive-თან თანამშრომლობით და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ურთიერთხელსაყრელი და შედეგიანი" - განაცხადა "დინამო თბილისის" გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ცინცაძემ. "ჩვენ მოხარულები ვართ ამ თანამშრომლობით. ბედნიერები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, ვითანამშრომლოთ ფეხბურთის ფლაგმან გუნდთან. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა არამარტო დინამო თბილისის წარმატებას, არამედ ზოგადად ქართული სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, ჩვენი დიდი სურვილი იქნება, კერძო სექტორს მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად დიდი წვლილი შეიტანონ ქართული სპორტის განვითარებაში" - აღნიშნა Betlive.com-ის გენერალურმა დირექტორმა, თემურ კოპალეიშვილმა. "ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს პარტნიორობა არ იქნება უბრალო თანამშრომლობა კომპანიასა და საფეხბურთო კლუბს შორის. ჩვენ გვაქვს საკმაოდ შორს მიმავალი გეგმები. ბევრი პროექტია დაგეგმილი, რომლის შესახებაც საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს. დარწმუნებული ვარ, რომ დინამო თბილისი აუცილებლად მიაღწევს იმ წარმატებას, რომელსაც იმსახურებს, არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც. წარმატებებს ვუსურვებ დინამოს და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს" - განაცხადა Betlive.com-ის კომერციულმა დირექტორმა, ლუკა კაპანაძემ.

სხვა სტატიები