Belive

ბითაძის მორიგი ბრწყინვალე მატჩის მიუხედავად ინდიანა განადგურდა

1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ინდიანა პეისერსმა" ისტორიული მარცხი იწვნია. "ინდიანა" "შარლოტის" დაპირისპირება მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 126:158 დასრულდა. "პეისერსის" ქართველმა ცენტრმა - გოგა ბითაძემ პარკეტზე 18:40 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში, საკუთარი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ბითაძის ანგარიშზე 17 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაა. ბრწყინვალე მატჩის მიუხედავად, ბითაძემ "ინდიანა" მარცხისგან ვერ იხსნა.

სხვა სტატიები