Belive

ბოსტონი 115:114 ბრუკლინი | მიმოხილვა

1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში, "ბოსტონი" "ბრუკლინს" დაუპირისპირდა. ბოსტონში გამართული დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 115:114 დასრულდა, რის შედეგადაც "ბოსტონ სელტიქსი" სერიაში დაწინაურდა. "ბოსტონის" გამარჯვებაში ლომის წვლილი ჯეისონ ტატუმმა დაიდო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 44:54 წუთში, 31 ქულის დაგროვება შეძლო. "ბრუკლინის" რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კაირი ირვინგი გახდა, თუმცა მის მიერ დაგროვებული 39 ქულის მიუხედავად, "ნეტსი" პლეი-ოფის პირველ დაპირისპირებაში დამარცხდა.