Belive

ბრუნო ფერნანდეში გვარდიოლას დაუპირისპირდა (ვიდეო)

1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა, ბრუნო ფერნანდეშმა მანჩესტერულ დერბიში პირველად მიიღო მონაწილეობა. შეიძლება ითქვას, რომ ფერნანდეშისათვის მანჩესტერული დერბი წარმატებული გამოდგა - "მანჩესტერ სიტის" კარში გატანილი პირველი გოლი სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა. მანჩესტერულ დერბიში ბრუნო ფერნანდეშმა მხოლოდ საგოლე გადაცემა არ შეასრულა. მეორე ტაიმში ფერნანდეში გვარდიოლას სიტყვიერად დაუპირისპირდა. ამ წუთისათვის უცნობია რა უთხრა გვარდიოლამ პორტუგალიელ ფეხბურთელს მაგრამ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ აჩუმებს ფერნანდეში "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს.

სხვა სტატიები