Belive

ბურსასპორის ფანის ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა (ვიდეო)

1 წთ
კვირას თურქეთის სუპერლიგის მატჩში, რომელშიც "ბურსასპორმა" შინ "ფენერბახჩე" 2:1 დაამარცხა, ოპერატორებმა სახალისო კადრი დააფიქსირეს. მოედანზე საგულშემატკივროდ მისული ადამიანი კადრში სიგარეტის მოწევის პროცესში მოხვდა. კადრიდან გამომდინარე, მაყურებელმა მიიჩნია, რომ იგი არასრულწლოვანი იყო, თუმცა როგორც ირკვევა, "ბურსასპორის" გულშემატკივარი 36 წლის არის და იგი სტადიონზე საგულშემატკივროდ შვილთან ერთად იყო მისული.
აღნიშნული კადრები ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა და უკვე 5 მილიონამდე ნახვა აქვს.

იხილეთ ვიდეო:

სხვა სტატიები