Belive

დე ბური კორონავირუსისგან თავის დაცვის კამპანიას შეუერთდა (ვიდეო)

1 წთ
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი წევრი და ამჟამად "ატლანტა იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ფრენკ დე ბური, კორონავირუსის პერიოდში სახლში დარჩენის და იზოლაციაში ყოფნის მხარდასაჭერად, სახალისო გამოწვევას შეუერთდა. დე ბურმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც იგი ტუალეტის ქაღალდს კენწლის და მეგობრებს გამოწვევაში ჩართვას სთავაზობს. ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ სახლის პირობებში, მათაც შეუძლიათ რაიმე სახალისოს კეთება და დროის გაყვანა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს თვითიზოლაცია და საჯარო სივრცეებისგან თავის არიდება წარმოადგენს.

სხვა სტატიები