Belive

დეივისმა დიუსელდორფთან 35.4 კმ/სთ სიჩქარით გაირბინა (ვიდეო)

1 წთ

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნსა" და "დიუსელდორფს" შორის, სადაც "რეკორდმაისტერმა" მეტოქე 5:0 გაანადგურა. შეხვედრაში დაფიქსირდა გამორჩეული მომენტი. მიუნხენელთა მარცხენა მცველმა დეივისმა საოცარი სისწრაფე გამოავლინა. მეტოქეს საკმაოდ შორი მანძილიდან გამოეკიდა და ბურთი წაართვა. სიჩქარე კი 35.4 კმ/სთ გახლდათ.

  მოგვიანებით კი ალფონსომ ბრწყინვალე გოლის გატანა მოახერხა.  შეგახსენებთ, რომ ალფონსო დეივისი "ბაიერნმა" "ვანკოვერიდან" გადმოიყვანა 2018 წლის ზაფხულში.  კანადელი ფეხბურთელი საოცარ პროგრესს სთავაზობს გულშემატკივრებს და მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

სხვა სტატიები