Belive

დერეკ როუზისა და ბიელიცას გასაოცარი Game Winner-ები (ვიდეო)

1 წთ
10 დეკემბერს NBA-ში რამდენიმე გამორჩეული მატჩი გაიმართა. განსაკუთრებული ყურადღება "ჰიუსტონი" საკრამენტოსა" და "ნიუ ორლეანსი" "დეტროიტის" დაპირისპირებებმა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ორივე მატჩში გამარჯვებული შესანიშნავმა Game Winner-ებმა გამოავლინა.

"ჰიუსტონი" 118:119 "საკრამენტო" მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე, "ჰიუსტონი" 116:113 ამარცხებდა მოწინააღმდეგეს და ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა მოვლენების ამგვარ განვითარებას. "კინგსის" კალათბურთელებმა 3-ქულიანით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, რასაც პასუხად რასელ ვესბრუკის სოლო რეიდი და 2-ქულიანი მოჰყვა. "საკრამენტოს" თამაშის გადასარჩენად 1 წამი ჰქონდა, რომელიც ნემანია ბიელიცასთვის ბრწინვალე 3-ქულიანის სასროლად საკმარისი აღმოჩნდა.

 

"ნიუ ორლეანსი" 103:105 "დეტროიტი" შეხვედრის დასრულებამდე 14 წამით ადრე ტაბლოზე საყაიმო ანგარიში ფიქსირდებოდა (103:103). "ნიუ ორლეანსის" კალათბურთელები ოვერტაიმისათვის ემზადებოდნენ თუმცა დერეკ როუზმა გასაოცარი რეიდი მოაწყო. როუზმა მის წინააღმდეგ დაცვაში მოთამაშე ჰოლიდეი ჩამოიტოვა და ბრწყინვალე ბაზერით "დეტროიტს" გამარჯვება მოუტანა.

სხვა სტატიები