Belive

დევიდ ბექჰემის არსენალში ვარჯიშის ამსახველი კადრები (ვიდეო)

1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა "არსენალის" ფეხბურთელებთან ერთად ორჯერ ივარჯიშა. ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" საკულტო ფეხბურთელი, ერთ-ერთი მოსისხლე მტრის ბანაკში ივარჯიშებდა. 2008 წელს, MLS-ის შესვენების დროს, ფორმის შესანარჩუნებლად ბექჰემმა "არსენალის" ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა. იმ დროისათვის ბექჰემის ჩრდილო ლონდონურ კლუბში გადასვლის თაობაზე სპეკულაციები არ ცხრებოდა - ჭორებს წერტილი არსენ ვენგერმა დაუსვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ინგლისელი ვარსკვლავი "მეთოფეებთან" მხოლოდ ვარჯიშობდა და ტრანსფერი არ შედგებოდა.
  ბექჰემისა და "არსენალის" გზები 2013 წელს კვლავ გადაიკვეთა.MLS-ის სეზონის დასრულების შემდეგ, 37 წლის ბექჰემი გარკვეული დროის განმავლობაში "მეთოფეებთან" ერთად ვარჯიშობდა.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელი ვარსკვლავი ოჯახს "არსენალთან" განსაკუთრებული კავშირი აქვს. რომეო და კრუზ ბექჰემები "მეთოფეების" ასაკობრივ გუნდებში ირიცხებოდნენ.

სხვა სტატიები