Belive

დღეს გაგამარუ მასარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი 32 წლის გახდა!

1 წთ
დღეს ქართველი სუმოისტი, გაგამარუ მასარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი 32 წლის გახდა. გაგა ამჟამად ჯურიოს დივიზიონში ასპარეზობს, თუმცა ის დიდხანს გამოდიოდა მაკუუჩიში (უმაღლესი დივიზიონი) და კომოსუბის (რანგით მეოთხე) სტატუსსაც კი ფლობდა. მას ერთხელ აქვს კინბოში აღებული ანუ ერთი იოკოძუნა ჰყავს დამარცხებული (ჰარამაფუჯი). შეგახსენებთ, რომ მარტის ბაშო მისთვის მე-80 იქნება და ამ ბაშოს შემდეგ მას საკუთარი ჰეიას, ანუ სუმოს სკოლის გახსნა შეეძლება. LIVE.GE ულოცავს გაგამარუს დაბადების დღეს და უამრავ სპორტულ წარმატებას უსურვებს! გავიხსენოთ იანვრის ბაშოზე თეიმურაზ ჯუღელის შესანიშნავი და გამორჩეული გამარჯვება ენჰოს წინააღმდეგ!

სხვა სტატიები