Belive

დღეს ჯონ ტერი 38 წლის გახდა (ვიდეო)

1 წთ
ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, ჯონ ტერი იუბილარია. ის 38 წლის გახდა. ჯონ ტერიმ "ჩელსის" შემადგენლობაში 19 სეზონის განმავლობაში, 1998-2017 წლებში ითამაშა. 2007 წლიდან კი გუნდს კაპიტნობდა. "არისტოკრატების" შემადგენლობაში ინგლისელ ფეხბურთელს 717 თამაში აქვს ჩატარებული და 67 ბურთი აქვს გატანილი. "ჩელსიდან" ტერი "ასტონ ვილაში" 2017 წელს გადავიდა და ერთი სეზონი ითამაშა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 2003-2012 წლებში თამაშობდა. 78 თამაშში 6 ბურთი გაიტანა. გთავაზობთ, ჯონ ტერის სადებიუტო გოლს "ჩელსის" შემადგენლობაში:

სხვა სტატიები