Belive

დი მარიამ მანჩესტერის გულშემატკივარს აგინა (ვიდეო)

1 წთ

"მანჩესტერსა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის გამართული მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი ანხელ დი მარია გახდა, რომელმაც 2 საგოლე პასი მიითვალა. თუმცა არგენტინელი შემტევი მხოლოდ ამის გამო არ მოქცეულა ყურადღების ობიექტში. პირველი ეპიზოდი იყო დი მარიას წინააღმდეგ ეშლი იანგის უხეშობა, როდესაც დი მარიამ კინაღამ ხელის მძიმე ტრავმა მიიღო.

  ცოტა ხანში დი მარიას ასისტით პარიზელებმა ანგარიში გახსნეს, სადაც დი მარიამ თავი უღირსი საქციელით გამოიჩინა - მან ყოფილი გუნდის გულშემატკივარს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც კამერებს არ გამორჩენიათ. ჯერჯერობით უცნობია, ექნება თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტს რეაგირება.

სხვა სტატიები