Belive

დოქტორ დრემ კობი ბრაიანტს ვიდეო მიუძღვნა, რომელიც მის კარიერას ასახავს

1 წთ
ლეგენდარულმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა, დოქტორ დრემ, აუდიო-ვიზუალური ნაშრომი გამოაქვეყნა, რომელიც ასევე ლეგენდარულ, ცოტა ხნის წინ დაღუპულ კობი ბრაიანტს მიეძღვნა. ვიდეოს პრემიერა NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში შედგა. ვიდეო ასახავს ისეთ სახასიათო მომენტებსა და შტრიხებს, როგორებიცაა 24 ნომერი, შავი მამბა (კობის მეტსახელი და გველის სახეობა), ბრაიანტის დებიუტი, ასევე სიმღერები - California Love და We Will Rock You. კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი, ჯიანა, კალიფორნიაში, კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალნენ. მათთან ერთად, ვერტმფრენში 7 ადამიანი იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო

სხვა სტატიები