Belive

დუნკან ფერგიუსონის ემოციური აღნიშვნა (ვიდეო)

1 წთ

მიმდინარე ტურში "ევერტონმა" ლონდონის "ჩელსი" 3:1 დაამარცხა. დუნკან ფერგიუსონისთვის "ევერტონის" მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩი გახლდათ. უკანასკნელ მატჩში "ევერტონი" "ლივერპულთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა, რასაც მარკოს სილვას გათავისუფლება მოჰყვა. ფერგიუსონმა მოახერხა და თავის სადებიუტო მატჩში "არისტოკრატებს" სძლია. გატანილი გოლების შემდეგ შოტლანდიელი სპეციალისტი საკმაოდ ემოციურად გამოიყურებოდა და მისი აღნიშვნა სხვადასხვა სოციალურ ქსელში უმალვე გავრცელდა.

დუნკანი 2000-2006 წლებში  ფეხბურთელის რანგში სწორედ "ევერტონში" ასპარეზობდა.  

სხვა სტატიები