Belive

ერიკ დაიერმა გულშემატკივართან ხელჩართული ჩხუბი გამართა (ვიდეო)

1 წთ
"ტოტენჰემისა" და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, ერიკ დაიერმა, FA თასზე პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ საკუთარ გულშემატკივართან იჩხუბა. როგორც ბრიტანულ მედიაში ვკითხულობთ, დაიერი გულშემატკივრების ზონაში საკუთარი ძმის დასაცავად შევარდა. გულშემატკივრების გადაღებულ ვიდეოებში ისმის მისი ხმაც: "ის ჩემი ძმაა!" "ტოტენჰემის" გულშემატკივრებმა და სტადიონის თანამშრომლებმა ინგლისელი ფეხბურთელის შეჩერება შეძლეს. მოგვიანებით, დაიერის ძმასთან ერთად "ტოტენჰემის" გასახდელში ჩავიდა. თემასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ: "ერიკ დაიერმა გააკეთა ის, რასაც ზოგადად, პროფესიონალები ვერ აკეთებენ. შეურაცხყოფა მიაყენეს პირადად მას და ასევე, მის ოჯახს, კონფლიქტში მისი უმცროსი ძმაც იყო ჩართული. თუკი გუნდი დაიერს დასჯის, ამას არ დავეთანხმები, თუმცა ასევე ვთვლი, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო," განაცხადა მოურინიომ.

იხილეთ ვიდეო

სხვა სტატიები