Belive

ერლინგ ჰოლანდმა 20 წუთში ჰეთთრიკი შეასრულა (ვიდეო)

1 წთ
როგორც იცით ნორვეგიელი თავდამსხმელი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გერმანულ გრანდს შეუერთდა. ჰოლანდზე უდიდესი ავანსები გაიცა. დღეს კი ერლინგი აუგსბურგთან შეხვედრაში მინდორზე მე-2 ტაიმში გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 3:1 აგებდა.
"დორტმუნდის" ახალწვეულმა შემოსვლიდან 3 წუთში მოახერხა პირველი გოლის გატანა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. ზუსტად ორ წუთში სანჩომ ანგარიში გაათანაბრა და სიტუაციამ მინდორზე კულმინაციას მიაღწია.  70-ე და 79-ე წუთზე ჰოლანდმა კიდევ მოახერხა 2 გოლის გატანა და გუნდს 3 ქულა მოუპოვა. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა სამი გოლის გატანა სულ რაღაც 20 წუთში მოახერხა. ასეთ დებიუტზე ნებისმიერი ფეხბურთელი იოცნებებდა. ფაქტი კი ერთია, ჰოლანდს უდიდესი მომავალი აქვს და "დორტმუნდი" ზუსტად ის გუნდია, რომელიც მას განვითარებაში დაეხმარება. გთავაზობთ ნორვეგიელის სამივე გატანილ გოლს.

სხვა სტატიები