Belive

Eurohoops - შერმადინმა ტენერიფე გადაარჩინა

1 წთ
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის A-ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში, "ტენერიფე" უკრაინულ "პრომეთეის" დაუპირისპირდა. სან კრისტობალში გამართული დაძაბული ბრძოლა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 80:78 დაამარცხა. "ტენერიფეს" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა, რომელმაც ტრავმის მოშუშების შემდეგ, თავი კარგი თამაშით გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ცენტრი სასტარტო შემადგენლობაში არ იმყოფებოდა, შერმადინმა საკუთარ გუნდში მეორე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. პარკეტზე გატარებულ 16:54 წუთში, შერმადინმა 14 ქულა, 2 დაფარება და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გიორგი შერმადინის კარგი თამაში მიმომხილველებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. Eurohoops-ზე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შერმადინმა "ტენერიფე" მარცხისგან იხსნა.

სხვა სტატიები