Belive

ევრობასკეტი | ისრაელი 89:87 ფინეთი | მიმოხილვა

1 წთ

ევრობასკეტზე D ჯგუფში პირველი მატჩი შედგა, სადაც ისრაელის ნაკრებმა, ფინეთის ნაკრები 2-ქულიანი სხვაობით 89:87 დაამარცხა და მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება ჩაიწერა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისრაელი-ფინეთის მატჩში ოვერტაიმში გადავიდა, ძირითადი დრო კი 79:79 დასრულდა.

ორივე ნაკრების შემადგენლობაში გამორჩეული ფინელი – ლაური მარკანენი იყო, რომელიც NBA-ში “იუტა ჯაზის” ღირსებას იცავს. 25 წლის კალათბურთელის ანგარიშზე 33 ქულა ქულა და 12 მოხსნა იყო.

თავის მხრივ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა "ვაშინგტონ უიზარდსის" კალათბურთელმა - დენი ავდიამ, რომელმაც საკუთარი ნაკრების გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა. ავდიას ანგარიშზე 23 ქულა, 15 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა იყო.

სხვა სტატიები