Belive

გალათასარაის ვარსკვლავმა თანაგუნდელი სცემა

1 წთ

თურქეთის სუპერ ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, "გირესუნსპორი" "გალათასარაის" დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 0:2 დასრულდა. 2-ბურთიანი უპირატესობით სარგებლობის მიუხედავად, მატჩის 64-ე წუთზე "გალათასარაის" ფეხბურთელმა ყველასათვის მოულოდნელად, არასპორტული საქციელის გამო წითელი ბარათი მიიღო. "გალათასარაის" ვარსკვლავმა - მარკაომ, შეხვედრის 64-ე წუთზე თანაგუნდელი სცემა, რის გამო იგი მოედნიდან გააძევეს. თურქული გრანდის მესვეურები მარკაოზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და ბრაზილიელ ფეხბურთელს "გალათასარაის" ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად მიიჩნევდნენ, თუმცა მომხდარი ინციდენტის შემდეგ მისი მომავალი უცნობია.

სხვა სტატიები