Belive

გიგზის დებიუტიდან ზუსტად 28 წელი გავიდა! (ვიდეო)

1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცოცხალი ლეგენდა, რაიან გიგზი, საფეხბურთო მოედანზე პირველად გამოსვლის 28-ე იუბილეს აღნიშნავს. 1991 წლის 2 მარტს, უელსელი ფეხბურთელი "ევერტონის" წინააღმდეგ მოედანზე, ტრავმირებული დენის ირვინის მაგივრად შევიდა და მარცხენა ფლანგზე ადგილი დაიკავა, რომელიც მის საკუთრებაში 24 წლის განმავლობაში იყო. პირველ მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან, გიგზმა იმავე წლის 4 მაისს, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ჩაატარა და გოლიც მიითვალა. რაიან გიგზმა "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის 13 პრემიერლიგა, 2 ჩემპიონთა ლიგა და 4 FA CUP, 2014 წელს კი კარიერა დაასრულა და მწვრთნელობას შეუდგა, სადაც ჯერჯერობით წარმატებისთვის არ მიუღწევია.

სხვა სტატიები