Belive

გოგა ბითაძე მარცხის მიუხედავად საუკეთესო იყო (ვიდეო)

1 წთ
ადრიატიკის ლიგაზე, სერბულმა "მეგა ბიმაქსმა", რომელშიც საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე თამაშობს, სტუმრად "ბუდუჩნოსტთან" წააგო.
სერბებმა შეხვედრა სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 91:85 დათმეს. მარცხის მიუხედავად, ბითაძე პარკეტზე საუკეთესო იყო. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა 31 წუთი და 40 წამი ითამაშა. ამ პერიოდში 23 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მიითვალა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 23 შეადგინა და MVP გახდა. "მეგა ბიმაქსი" 7 მოგებით სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზეა.

სხვა სტატიები