Belive

გოგა ბითაძის მორიგი ბრწყინვალე მატჩი

1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ნიუ ორლეანსი" "ინდიანას" დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 117:113 დასრულდა. "ინდიანა პეისერსის" ქართველმა ცენტრმა - გოგა ბითაძემ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. გარჯის მიუხედავად, ბითაძემ "პეისერსი" მარცხისგან ვერ იხსნა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 21:54 წუთი დაჰყო - ამ დროის განმავლობაში, ბითაძემ 12 ქულის, 5 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები