Belive

გოლდენ სტეიტი 102:98 დენვერი

1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მე-5 შეხვედრაში, "გოლდენ სტეიტი" "დენვერს" დაუპირისპირდა. ოკლენდში გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 102:98 დასრულდა. ოკლენდელებმა სერიაში 4:1 გაიმარჯვეს და 1/4-ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, სადაც "მემფისსა" და "მინესოტას" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. მასპინძელთა შემადგენლობაში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა სტეფ კარიმ, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 37:50 წუთში, 30 ქულის, 5 მოხსნისა და 5 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო. შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა ნიკოლა იოკიჩს (30 ქულა, 19 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა) თუმცა სერბი ვარსკვლავის გარჯა ამაო აღმოჩნდა.

სხვა სტატიები