გუედეშის ფენომენალური გოლი, რომელიც სეზონის საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოლებს (ვიდეო)
ივნისი 22, 2020 3:52 pm
ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში “ვალენსია” “ოსასუნას” დაუპირისპირდა. “მესტალიაზე” გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
“ღამურების” დაწინაურება გონსალო გუედეშმა შეძლო, რომელმაც ფენომენალური გოლი გაიტანა. გუედეშის გოლი სეზონის საუკეთესოს ტიტულისათვის იბრძოლებს. 23 წლის შემტევმა 4 მეტოქის მოტყუება შეძლო და ბურთი “ოსასუნას” კარის ბადეში მოათავსა.
