Belive

გურამ თუშიშვილის სკანდალი ყაზახეთში (ვიდეო)

1 წთ
გურამ თუშიშვილი სკანდალში გაეხვა. ქართველმა ძიუდოისტმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ყაზახეთში იასპარეზა. ყაზახურ ეროვნულ ჭიდაობა "კაზაკშა კურესში" საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, რომელიც მსოფლიო თასის დონეს უტოლდება. სწორედ ამ ტურნირზე იასპარეზა თუშიშვილმა. გასულ წელს ის ფინალში დამარცხდა ყაზახ აიბეკ ნუგიმაროვთან. წელს კი რევანშის წყურვილით ჩავიდა. თუშიშვილი და ნუგიმაროვი ერთმანეთს ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ. გამარჯვება კვლავ ყაზახ სპორტსმენს დარჩა. მსაჯებმა მას გდება ჩაუთვალეს, რომელიც არ იყო სუფთა მოგება. ამან გურამი გააღიზიანა და მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაშიც არ გამოცხადდა. ყაზახურმა ტელევიზიამ მსოფლიო ჩემპიონს საკმაოდ კრიტიკული სიუჟეტი მიუძღვნა და მის საქციელს ისტერიკა უწოდა.

სხვა სტატიები