Belive

იანისმა MVP-ის დაჯილდოებაზე ემოციური სიტყვა წარმოსთქვა და ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

1 წთ
დღეს ბერძენი იანის ანტეტოკუნმპომ MVP-ის ტიტული მიიღო და დარბაზს საკმაოდ ემოციური სიტყვით მიმართა:
"ორი წლის წინ მე ვფიქრობდი რომ ლიგის საუკეთესო მოთამაშე გავმხდარიყავი, ყველაფერს ვაკეთებდი რომ ჩემს გუნდს გაემარჯვა და წელს MVP-ის ტიტულიც მოვიგე და ყოველთვის როდესაც პარკეტზე ფეხს ვდგამ მამაჩემზე ვფიქრობ. ეს მე მოტივაცია მაძლევს და მიბიძგებს რომ უკეთ ვითამაშო და წინ წავიდე, მაშინაც კი როდესაც სხეული არ მემორჩილება და თამაში არ შემიძლია. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს შესანიშნავ ძმებს, მე თქვენ მიყვარხართ. მადლობა იმისთვის რასაც ჩემთვის აკეთებთ, ასედე დედას მინდა გადავუხადო დიდი მადლობა", - განაცხადა დაჯილდოების დროს "გიჟმა ბერძენმა".

სხვა სტატიები