Belive

იგუაინი: "შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია"

1 წთ
გონსალო იგუაინისთვის "იუვენტუსთან" ჩატარებული მატჩი კარგად არასოდეს გაახსენდება: არგენტინელმა ფორვარდმა პენტალტის რეალიზება ვერ შეძლო და ამასთან, მატჩის დასასრულს მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
მატჩის შემდეგ, მოედანზე მომხდარ ინციდენტს "იუვეს" ფორვარდი და ერთ-ერთი გოლის ავტორი, კრიშტიანუ რონალდუ გამოეხმაურა: "იგუაინი არ უნდა დაისაჯოს. მოედანზე დამშვიდება ვთხოვე, რათა თავიდან დისკვალიფიკაცია აერიდებინა", -აღნიშნა რონალდუმ. თავის მხრივ, 30 წლის არგენტინელმა განაცხადა, რომ მსაჯმა არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღიო: "ბოდიშ ვუხდი კლუბს, გულშემატკივრებსა და მწვრთელს, თუმცა მოედანზე შეურაცხყოფა არავსითვის მიმიყენებია და გაძევებას არ ვიმსახურებდი", - განაცხადა მან.

იხილეთ მიმოხილვა: მილანი 0:2 იუვენტუსი

სხვა სტატიები