Belive

ინოვაციური პროდუქტი ბეთლაივისგან - უფასო სპორტი

4 წთ
გქონიათ უფასო ბილეთის დადებისა და მოგების სურვილი? სპეციალურად თქვენთვის, ბეთლაივმა ინოვაციური პროდუქტი შექმნა, რომელიც ყოველდღიურად, უფასო ბილეთის განთავსების შესაძლებლობას გაძლევთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, Live.ge ბეთლაივის კომერციულ დირექტორს, ლუკა კაპანაძეს ესაუბრა. მოკლედ რომ გვიამბოთ ბეთლაივის ინოვაციური პროდუქტის შესახებ: რა საშუალებას აძლევს ის ბეთლაივის მომხმარებელს? ჩვენ შევქმენით ინოვაციური პროდუქტი, სახელწოდებით "უფასო სპორტი." მისი საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი თანხის ჩარიცხვის გარეშე, განათავსოს მონეტებით მისთვის სასურველი ფსონი ნებისმიერ სპორტულ მოვლენაზე. იმ შემთხვევაში, თუკი ფსონი იქნება წარმატებული და გამომუშავებული მონეტები კონკრეტულ ნიშნულს მიაღწევს, მომხმარებელი მიიღებს პრიზს. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ პრიზის მიღება მომხმარებელს სრულიად უფასოდ შეუძლია - სწორედ ეს ხდის ბეთლაივის შეთავაზებას უნიკალურსა და უპრეცედენტოს. ამ პროდუქტის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მომხმარებელი "უფასო სპორტისა" და სტანდარტული, ფასიანი თამაშის პროცესში ერთსა და იმავე გამოცდილებას იღებს. რა პრინციპით ერიცხება მონეტები ყოველდღიურად მომხმარებელს? ყოველდღე, ბეთლაივის ID და SMS ვერიფიცირებული მომხმარებელი იღებს 250 უფასო მონეტას. როდესაც მონეტების ბალანსი 5000 ერთეულს მიაღწევს, მომხმარებელს შეუძლია 5000 მონეტა 5-ლარიან ფრიბეთზე გადაცვალოს. 5000 მონეტა გარკვეულ შეზღუდვას არ წარმოადგენს - მომხმარებლის ბალანსზე 6000 მონეტის არსებობის შემთხვევაში, მას შეეძლება, მოგებული მონეტები 6-ლარიანი ფრიბეთში გადაცვალოს. შესაბამისად, ყოველი დამატებითი 1000 მონეტა 1 ლარს უტოლდება. მომხმარებელს ერთჯერადად მაქსიმუმ 50-ლარიანი ფრიბეთის მიღება შეუძლია. ასევე გავითვალისწინეთ, რომ მომხმარებელს ხშირად ჰქონდეს შესაძლებლობა ჩაერთოს თამაშის პროცესში და მიიღოს საუკეთესო გამოცდილება სპორტბეთინგში სრულიად უფასოდ. შესაბამისად შევიმუშავეთ ერთი პირობა: ყოველდღე, ღამის 12 საათზე, ყველა მომხმარებელს, რომელსაც  ბალანსზე 250 მონეტაზე ნაკლები დაუფიქსირდება, ბალანსი 250-მდე ავტომატურად შეევსება. მაგალითად, თქვენს ბალანსზე 150 მონეტის არსებობის შემთხვევაში, 00:00 საათზე 100 მონეტა დაგემატებათ. "უფასო სპორტი" მომხმარებელს აძლევს საშუალებას, წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი, ყოველდღიურად მოგების ახალი შანსი ჰქონდეს. თქვენი აზრით, რამდენად დაინტერესდება მომხმარებელი "უფასო სპორტით" და რა არის პროდუქტის მთავარი ღირებულება, რომლითაც მომხმარებელი კმაყოფილი დარჩება? სპორტულ მოვლენებზე ფსონის განთავსება არამარტო ფულის მოგების, არამედ, პირველ რიგში, გართობის საშუალებაა. "უფასო სპორტის" თამაშისას, მომხმარებელს აქვს  შესაძლებლობა, რომ გააკეთოს პროგნოზი, მიიღოს გამარჯვებით სიამოვნება ან უკეთ გააანალიზოს, თუ როგორ შეეძლო მატჩის შედეგის წინასწარ უკეთესად პროგნოზირება. ამ პროცესში ჩართვა აქამდე ბალანსზე თანხის შევსების გარეშე არ იყო შესაძლებელი. თუმცა betlive.com-ზე ამ გამოცდილების მიღება და დამატებითი სარგებლის სახით, ფრიბეთის მოგება, სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი. "უფასო სპორტი" ერთჯერადი აქციაა, გრძელვადიანი შეთავაზება თუ კონკრეტული პროდუქტი? კარგი კითხვაა, "უფასო სპორტი" არის პროდუქტი და არა აქცია ან შეთავაზება. ეს არის ბეთლაივის სპორტის ნაწილი, ფუნქციონალი, რომელსაც betlive.com თავის მომხმარებელს ყოველთვის შესთავაზებს. "უფასო სპორტთან" დაკავშირებით, რა უკუკავშირი მიიღეთ მომხმარებლისგან და იგეგმება თუ არა მომავალში გარკვეული სახის განახლებები? ამ მიმართულებით კიდევ გვაქვს გეგმები და შევეცდებით, პროდუქტი უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ. თუმცა ვფიქრობ, რომ საწყის ეტაპზე საკმაოდ საინტერესო პროდუქტია, რომელიც სპორტის მოყვარულებს აუცილებლად დააინტერესებთ. ჩვენი წინასწარი ვარაუდი მიღებულ შედეგებშიც აისახა: მომხმარებელი "უფასო სპორტით" დაინტერესდა და საკმაოდ კარგი შეფასებები მივიღეთ. იმედი მაქვს, რომ "უფასო სპორტით" მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება. დროთა განმავლობაში, მომხმარებლებისგან მიღებულ სურვილებსა და რჩევებზე დაყრდნობით, კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ პროდუქტის ძირითად პარამეტრებს და ვფიქრობ საბოლოო ჯამში მეტად დახვეწილი და საინტერესო პროდუქტი შეიქმნება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს

 

სხვა სტატიები