ისტორიაში ყველაზე ცუდი კუთხური, რომელიც ლეგენდარულმა ზიდანმა შეასრულა (ვივეო)

ზინედინ ზიდანი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად შეიძლება მივიჩნიოთ. ფენომენალური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, ლეგენდარული ზიდანი არაერთი ამომავალი ვარსკვლავის ინსპირაციის წყარო გახდა.

17-წლიანი საფეხბურთო კარიერის მანძილზე, ზიდანი საკულტო პლეიმეკერად ჩამოყალიბდა, რომელმაც გულშემატკივარს დაუვიწყარი და ლეგენდარული მომენტებით დაამახსოვრა თავი.

ზიდანის გენიალურობის თვალსაჩინო მაგალითს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ლევერკუზენის” კარში გატანილი გოლი, ან თუნდაც ევრო-2000-ზე დანიის წინააღმდეგ შესრულებული მოძრაობა წარმოადგენს.

 

“იუვენტუსისა” და “რეალის” მაისურებით ზიდანმა გულშემატკივრებს ბრწყინვალე ოსტატობით დაამახსოვრა თავი, თუმცა იგი ყველაზე ცუდად მოწოდებული კუთხურის ავტორადაც ითვლება.

(6191)

ისტორიაში ყველაზე ცუდი კუთხური, რომელიც ლეგენდარულმა ზიდანმა შეასრულა (ვივეო)

სტატიის ავტორი
-