Belive

იურგენ კლოპი ინტერვიუს დროს ატირდა და პირდაპირი ეთერი დატოვა (ვიდეო)

1 წთ

იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის ტიტულის მოგებიდან რამდენიმე წუთში პირველი ინტერვიუ "სქაი სპორტს" მისცა. "ჩელსიმ" "მანჩესტერ სიტი" შინ 2:1 დაამარცხა, რამაც "მერსისაიდელები" მიუწვდომელი გახადა და კლოპის გუნდმაც 30 წლის მანძილზე პირველად მოახერხა ჩემპიონობის მოპოვება. ინტერვიუს დროს კლოპი კლუბის ლეგენდებს: ფილ ტომპსონ, კენი დალგლიშს და გრემ სუნესს ესაუბრა. კლუბის მაისურში გამოწყობილმა გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა:

" მე სიტყვები არ მაქვს, იცით ვერასდროს ვიფიქრებდი თუ ეს ყოველივე ასეთი ემოციური იქნებოდა, უბრალოდ გაოგნებული ვარ, მაპატიეთ ბატონებო"
ამის შემდეგ კლოპი ატირდა და პირდაპირი ეთერი მიატოვა, თუმცა მანამდე ეს გამარჯვება "ლივერპულის" ლეგენდებს მიუძღვნა.
"კენი ეს შენთვისაა, ეს სტივისთვისაა, ვიცი თუ რამდენს ნიშნავს ყოველივე ეს ყველასათვის"
 

სხვა სტატიები