Belive

იუტა 96:98 დალასი

1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მე-6 შეხვედრაში, "იუტა" "დალასს" დაუპირისპირდა. სოლთ ლეიქ სითიში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 96:98 დასრულდა. სტუმრად მოგებული მატჩის შედეგად, "დალასმა" სერიაში 4:2 გაიმარჯვა და 1/4-ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც "ფინიქსს" დაუპირისპირდება. "დალასის" რიგებში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 42:06 წუთში, 24 ქულის, 9 მოხსნისა და 8 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

სხვა სტატიები