Belive

ჯეიმს ჰარდენი ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს (ვიდეო)

1 წთ
"ჰიუსტონის" ლიდერი ფენომენალური ასპარეზობით განაგრძობს გულშემატკივართა აღფრთოვანებას. "მინესოტა" "ჰიუსტონის" დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით, 121:111 დასრულდა. ტეხასელთა სანუგეშოდ უნდა აღინიშნოს, რომ ჯეიმს ჰარდენმა თავის გამოჩენა მორიგი ბრწყინვალე პერფორმანსით შეძლო. "მინესოტას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ჯეიმს ჰარდენმა 42 ქულა დააგროვა, რითიც ზედიზედ 31-ე შეხვედრაში შეძლო 30+ ქულის მოპოვება. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით ჯეიმს ჰარდენმა ლეგენდარული უილტ ჩემბერლენის მეორე საუკეთესო შედეგი გაიმეორა. შეგახსენებთ, ზედიზედ ჩატარებულ შეხვედრებში დაგროვებული 30+ ქულის რეკორდი უილტ ჩემბერლენს ეკუთვნის, რომელმაც ზედიზედ 65 შეხვედრაში შეძლო აღნიშნული შედეგის მიღწევა. დღემდე მეორე საუკეთესო შედეგიც (31) უილტ ჩემბერლენს ეკუთვნოდა - თუმცა ჯეიმს ჰარდენმა ამ რეზულტატის გამეორება შეძლო.

სხვა სტატიები