Belive

კანადელი მორაგბის ღირსეული საქციელი (ვიდეო)

1 წთ
8 ოქტომბერს, რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში სამხრეთ აფრიკა კანადას დაუპირისპირდა. შეხვედრა სამხრეთ აფრიკის გამარჯვებით, ანგარიშით 66:7 დასრულდა. სამხრეთ აფრიკა კანადის დაპირისპირების 36 წუთზე, კანადელმა ჯოშ ლარსენმა თავის არეში გაკეთებული უხეში კონტაქტის გამო წითელი ბარათი მიიღო. მატჩის დასრულების შემდეგ, ლარსენი სამხრეთ აფრიკელთა გასახდელში შევიდა და მოწინააღმდეგე ნაკრების მორაგბეებს ბოდიში მოუხადა.

სხვა სტატიები