Belive

კარდიფის მთავარმა მწვრთნელმა გამარჯვების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

2 წთ

ყველაზე მძიმე კვირის შემდეგ მის მენეჯერულ კარიერაში, ნილ უორნოკის გუნდმა სახლში "ბორნმუთი" 2-0 დაამარცხა და 70 წლის ინგლისელმა მატჩის ბოლოს ცრემლები ვერ შეიკავა და ემოციურმა დატოვა "მილენიუმ სტეიდიუმი". ეს იყო უელსელების პირველი თამაში საკუთარ მოედანზე, მას შემდეგ რაც 15 მილიონად შეძენილი ემილიანო სალა და პილოტი დეივ იბორსონი რადარებიდან გაქრნენ. რა თქმა უნდა, პირველი გოლი ბობი რიდმა ემილიანოს მიუძღვნა და მისი ფორმა აიღო ხელში:

საბოლოო შედეგის დაფიქსირების შემდეგ კი ნილ უორნოკს ეტყობოდა თუ რამდენს ნიშნავდა ეს თამაში მისთვის. თავიდან მან გამარჯვება აღნიშნა, ხოლო გულშემატკივრების მიერ სალაზე დაწყებული სიმღერის (Sing a song for Sala) შემდეგ თავი ვეღარ შეიკავა და აცრემლებული გაემართა გასახდელისკენ, რა დროსაც "კარდიფის" ფანების აპლოდისმენტები დაიმსახურა:

სხვა სტატიები