კაზუიოში მიურა 52 წლის გახდა

კაზუიოში მიურა რომელიც პროფესიონალურ ფეხბურთში 34 წელია ასპარეზობს 52 წლის გახდა. მისი დებიუტი პროფესიულ ფეხბურთში 1986 წელს ბრაზილიური სანტოსის შემადგენლობაში შედგა, მას შემდეგ კი 15 კლუბში ითამაშა (სანტოსში ორჯერ). 1990 წელს მან პირველად ითამაშა იაპონიის ნაკრების შემადგენლობაში, 1994 წელს კი პირველი იაპონელი ფეხბურთელი გახდა იტალიის სერია ა-ში, 2000 წელს მან 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა, 2005 წელს კი 38 წლის ასაკში თავის ამჟამინდელ კლუბს “იოკოჰამას” შეუერთდა. 2017 წელს, 50 წლის ასაკში იგი გახდა უხუცესი პროფესიონალი ფეხბურთელი ვინც გოლის გატანა მოახერხა. 2019 წლის იანვარში მან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გააგრძელა.

მიურას გოლი 50 წლისა და 14 დღის ასაკში.

(177)

სტატიის ავტორი
-