Belive

კინმა და ნევილმა დე ხეა მწვავედ გააკრიტიკეს (ვიდეო)

2 წთ
პრემიერ ლიგის ეგიდით, "ტოტენჰემთან" გამართული მატჩის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" კიპერი - დავიდ დე ხეა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. "წითელი ეშმაკების" კიპერი ფორმიდანაა ამოვარდნილი და "სპურსის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რომელსაც გოლი მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ესპანელმა ვარსკვლავმა მე-7 შეცდომა დაუშვა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" გაშვებული გოლის ფასად დაუჯდა. დავიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდებმა - გარი ნევილმა და როი კინმა გააკრიტიკეს. ნევილის მტკიცებით, დე ხეას თავდაუზოგავი შრომა მოუწევს, რათა ფორმა აღიდგინოს. ნევილმა აღნიშნა, რომ დე ხეა უკანასკნელი 4 წლის მანძილზე "მანჩესტერ იუნაიტედის" გამორჩეული ფიგურა იყო თუმცა უკანასკნელ პერიოდში მისგან ძლევამოსილი კიპერის აჩრდილიც კი აღარაა დარჩენილი.
  ნევილისგან განსხვავებით, როი კინი გაცილებით უფრო კრიტიკული აღმოჩნდა. კინმა ჩვეულ სტილს არ უღალატა და აღნიშნა, რომ დე ხეა და მაგუაერი გუნდის ავტობუსშიც კი არ უნდა აეშვათ. "მაგუაერის და დე ხეას თამაშის შემხედვარე თავს საშინლად ვგრძნობ. შესვენებაზე მათ ფიზიკურად დავუპირისპირდებოდი და რამდენჯერმე დავარტყავდი. მაგუაერი და დეხეა - მატჩის შემდეგ მათ გუნდის ავტობუსში არ ავუშვებდი და ვაიძულებდი მანჩესტერში ტაქსით დაბრუნებულიყვნენ", - აღნიშნა როი კინმა.

სხვა სტატიები