Belive

კრიშტიანუს სარის რჩევები აღიზიანებს ? (ვიდეო)

1 წთ
მიმდინარე ტურში "იუვენტუსი" თანაქალაქელ "ტორინოს" დაუპირისპირდა და შეხვედრა 4:1 მოიგო. მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ ულამაზესი ჯარიმა გაიტანა. პორტუგალიელს კარიერის განმავლობაში არაერთ შესანიშნავ სპეციალისტთან უმუშავია, მაგრამ როგორც ჩანს რონალდუ მაურისიო სარით უკმაყოფილოა. ჟურნალისტებს არ გამოჰპარვიათ "ბებერი ქალბატონის" ვარსკვლავის რეაქცია, როდესაც მას მთავარი მწვრთნელი დარიგებებს აძლევდა. ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ სპორტულ მედიაში არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ რონალდუს იტალიელი თავკაცის მითითებები მობეზრდა და არ აინტერესებს.

სხვა სტატიები