Belive

ლაკაზეტი, იოზილი, ობამეიანგი - არსენალის ვარსკვლავები სკანდალში გაეხვნენ (ვიდეო)

1 წთ
ლონდონის "არსენალის" ვარსკვლავები სკანდალში გაეხვნენ. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, აგვისტოში, "არსენალის" ვარსკვლავებმა ლონდონის ერთ-ერთი კლუბში გართობა გადაწყვიტეს.
ვარსკვლავებთან ერთად კლუბში "მეთოფეების" ახალწვეულებიც იმყოფებოდნენ, ერთ-ერთი მათგანისათვის კი გართობა არც ისე სახარბიელოდ დასრულდა. ჩრდილო-ლონდონური კლუბის ვარსკვლავების გართობის ამსახველი კადრები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ამ წუთისათვის უცნობია თუ რა პოზიცია ექნება "არსენალს" და ინციდენტში მონაწილე ფეხბურთელების წინააღმდეგ გატარდება თუ არა სადამსჯელო ზომები. გავრცელებულ კადრებში მესუთ იოზილი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ალექსანდრ ლაკაზეტი, შკორდან მუსტაფი, ჰენრიკ მხითარიანი, სეად კოლასინაკი და მატეო გუენდუზი არა მხოლოდ ალკოჰოლს მიირთმევენ - არამედ ჰელიუმის ბუშტებით აზოტის ოქსიდის გაზს სუნთქავენ, რის შედეგადაც გუენდოზიმ გონება დაკარგა. აღსანიშნავია, რომ ნივთიერება ლეგალურია, თუმცა ინგლისსა და უელსში არასრულწლოვანთათვის აზოტის ოქსიდით დატუმბული კონტეინერების მიყიდვა აკრძალულია.

სხვა სტატიები