Belive

ლეგენდარული ინგლისელი მეკარე გარდაიცვალა

1 წთ
ლეგენდარული ინგლისელი მეკარე, გორდონ ბენქსი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინგლისის შემადგენლობაში 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული მეკარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია გორდონ ბენქსის ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. "ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გორდონ ბენქსი გარდაიცვალა. მისი დაკარგვით განადგურებულები ვართ. მასთან აგრეთვე გვაკავშირებს უამრავი მოგონება, რომელიც სიამაყის შესაძლებლობას გვაძლევს",- აღნიშნულია ბენქსის ოჯახის მიერ გავრცელებულ მოხსენებაში. შეგახსენებთ, გორდონ ბენქსის სახელს უკავშირდება ერთ-ერთი გამორჩეული სეივი, რომელიც ინგლისელმა კიპერმა 1970 წელს პელეს დარტყმულის შემდეგ განახორციელა.

სხვა სტატიები