Belive

ლეგენდარული აირტონ სენას დაღუპვიდან 25 წელი გავიდა

8 წთ
აირტონ სენა და სილვა (21 მარტი 1960 - 1 მაისი 1994) ცნობილი როგორც აირტონ სენა, ბრაზილიელი ავტომრბოლელი იყო, რომელმაც ფორმულა 1-ის ჩემპიონობა სამჯერ, 1988, 1990 და 1991 წლებში იზეიმა. მას დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო პილოტად მოიხსენიებენ და გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგაც ჰყავს ერთგული გულშემატკივარი, რომლისთვისაც სენა უბრალოდ საუკეთესოა. აირტონ სენა 1994 წლის 1 მაისს, ქალაქ იმოლაში (სან-მარინო) რბოლისას დაიღუპა, იგი 330 კმ/სთ მიჰქროდა, რა დროსაც ტრასიდან გადავიდა და ქვემოთ განთავსებულ ფოტოზე დაფიქსირებულ დამცავ ჯებირს შეეჯახა.
12249639_545219025636206_4492257748104014064_n
"რაც უფრო მაგრად ვაჭერ აქსელერატორს, მით უფრო ვპოულობ ჩემს თავს. მე ყოველთვის ვეძებ შემდეგ ნაბიჯს, შემდეგ სამყაროს რომ შევიდე იქ, რომელშიც აქამდე არასოდეს ვყოფილვარ. ერთი შეხედვით ავტორბოლა მოსაწყენია, მაგრამ ეს ასე არაა. მე ბევრი შეგრძნება გამომიცდია, თუმცა უფრო და უფრო მეტი მინდა, ეს ჩემი შინაგანი ლტოლვაა, ჩემი მოტივაციაა" - აირტონ სენა. აირტონ სენა სან პაულოში, მდიდარ ოჯახში დაიბადა, რომელიც მას ყოველთვის მხარს უჭერდა რომ დიდი ავტომრბოლელი გამხდარიყო. მან ყველაფერი კარტინგით, ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო, პირველი რბოლა კი 4 წლის ასაკში, სწორედ კარტინგით ჰქონდა. და იცით არ რბოლაზე რა მოხდა? სენამ ის მოიგო. 17 წლის ასაკში კი სამხრეთ ამერიკის კარტინგის ჩემპიონატი მოიგო. 80-იანი წლების დასაწყისში სენა საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა, რათა მისი კარიერა წარმატებით გაგრძელებულიყო და უფრო კარგ პირობებში ევარჯიშა. 1981 წელს მან ბრიტანეთის ჩემპიონატი FORD 1600 CHAMPIONSHIP მოიგო, სწორედ ამ პერიოდში მან შეიცვალა გვარი და დედის გვარზე სენაზე გადავიდა, მამამისი გვარად კი დე სილვა იყო, რომელიც ბრაზილიაში ძალიან გავრცელებულია. 1982 წელს კი აირტონ სენას თავბრუდამხვევი წარმატებები დაიწყო, მან ევროპული და ბრიტანული FORD 2000-ის ჩემპიონატები მოიგო და მზარდი რეპუტაციის წყალობით, იგი ფორმულა 1-ის არაერთმა საჯინიბომ დაპატიჟა ტესტირებაზე, მათ შორის "Williams " და "McLaren", მაგრამ დიდი კონკურენციის გამო, მან "Toleman"-ში მოხვედრა შეძლო და 1984 წელს სწორედ ამ ბოლიდს მართავდა. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰყავდა კარგი ბოლიდი, მან მაინც შეძლო პირველ სეზონში ქულების დაგროვება, იგი გამოირჩეოდა თავისი უნიკალური ტექნიკით, განსაკუთრებით სველ ტრასაზე. 1988 წელს, მან ალან პროსტის მხარდამხარ, McLaren- Honda-ში დაიწყო ასპარეზობა, რომელიც ფორმულა 1-ის ერთ-ერთი წამყვანი საჯინიბო იყო. ამ სეზონში McLaren- Honda-ს ორმა პილოტმა შესაძლებელი 16-დან 15 რბოლა მოიგო. მან 28 წლის ასაკში, პირველად მოიგო ფორმულა 1-ის სეზონის ჩემპიონატი, ალან პროსტთან დიდი კონკურენციის პირობებში, მან ჩემპიონატი 1990 და 1991 წლებშიც მოიგო. გამომდინარე იქიდან რომ სენას საჯინიბო ძალიან ჩამორჩებოდა Williams-Renault-ს, ბრაზილიელმა 1992 წელს მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა, 1993-ში კი მეორე. საბედისწერო 1994 წელს კი, 34 წლის აირტონ სენამ კონტრაქტი სწორედ Williams-Renault-თან გააფორმა, რა დროსაც მან განცხადება გააკეთა მის ახალ მანქანაზე და ფორმულა 1-ის განახლებულ წესებზე: "ეს იქნება ბევრი ინციდენტის და უბედური შემთხვევების წელიწადი, და გავრისკავ და ვიტყვი, რომ ჩვენ ძალიან გაგვიმართლებს თუ გადავრჩებით"
1994 წელს, განახლებული ავტომობილით, სენამ პირველ 2 რბოლაში საკვალიფიკაციოზე პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა სხვადასხვა მიზეზებით ფინიშამდეც კი ვერ მივიდა. მესამე რბოლა კი იმოლაში, სან-მარინოში ტარდებოდა, ბრაზილიელმა ამ რბოლის წინ განაცხადა, რომ ახლა მისი დრო დგებოდა და დარჩენილ 14 რბოლაში, ყველას მოიგებდა. საინტერესოა, რომ მოსამზადებელი და საკვალიფიკაციო ეტაპები იმოლაში ავარიებით და ტრაგედიებით გამოირჩა. პარასკევს ასევე ბრაზილიელი, რუბენს ბარიკელო მძიმედ დაშავდა, როდესაც მისი მანქანა გადაბრუნდა და ჯებირს შეასკდა, მეორე დღეს საკვალიფიკაციო ეტაპზე, ახალგაზრდა ავსტრიელი მრბოლელი, როლანდ რატცენბერგერი დაიღუპა, როდესაც იგი ბეტონის ჯებირს შეეჯახა. სენა ავსტრიელს კარგად არ იცნობდა თუმცა ამ ამბავმა იგი ძალიან დააღონა და მისთვის ემოციურად რთულად გადასატანი გახდა. სენამ მოინახულა ტრაგედიის ადგილი, სამედიცინო ჯებირზე გადაძვრა და ზუსტად იქ მივიდა სადაც რატცენბერგერი გარდაიცვალა. პილოტები ყოველთვის ხვდებიან ერთმანეთს და სხვადასხვა საკითხს განიხილავენ, საბედისწერო კვირა დღეს, პილოტებთან შეხვედრისას სენა მრბოლელების უსაფრთხოების ზომების გაზრდაზე საუბრობდა. 1994 წლის 1 მაისს, 330 კმ/სთ სიჩქარით მიმავალმა აირტონ სენამ მართვა დაკარგა, და 217 კმ/სთ სიჩქარით ბეტონის კედელს შეეჯახა და საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. გთავაზობთ სენას ბოლიდის კამერით გადაღებულ ავარიას, რომელსაც ბრაზილიელი შეეწირა.
მისი გარდაცვალება მსოფლიო სპორტისთვის დიდი ტრაგედია გახდა, ბრაზილიაში კი საშინელება ხდებოდა, მხოლოდ ცრემლები და გლოვა, აირტონ სენას გადმოსვენებისას კი სან-პაულოს ქუჩებში 3 მილიონი ადამიანი გამოვიდა.
"მე ძალიან პრივილეგირებული ვარ, ყოველთვის ძალიან კარგად ვცხოვრობდი. მაგრამ ყველაფერი რაც ცხოვრებაში მივიღე, ჩემი მიზნებისა და სწრაფვის დამსახურებაა. ყოველთვის მოგების დიდი სურვილი მქონდა, მოგების ცხოვრებაში და არა მხოლოდ ტრასაზე. ყველას ვისაც ეს გამოუცდია, ან ყველას ვინც ახლა ამ ეტაპზეა მინდა ვუთხრა, რომ რასაც არ უნდა წარმოადგენდეთ ცხოვრებაში, იქნებით ყველაზე მაღალ თუ დაბალ წერტილზე, ძალიან დიდი ძალა და რწმენა უნდა გამოაჩინოთ და ძალიან ღრმად გწამდეთ ღმერთის. ერთხელაც შენ მიაღწევ შენს მიზნებს და წარმატებას." - აირტონ სენა სენა ძალიან მორწმუნე კათოლიკე იყო და ბიბლიას ხშირად კითხულობდა. მისი საფლავის ქვაზე კი შემდეგი ეპითეტი წერია:“Nada pode me separar do amor de Deus” - რაც ქართულად ნიშნავს:"ვერაფერი განმაშორებს ღმერთის სიყვარულისგან". მან საქველმოქმედო ფონდებში რამდენიმე მილიონი დოლარი გადარიცხა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კი აირტონ სენას ინსტიტუტი დააარსა, რომელიც ბრაზილიის მასშტაბით უამრავ ადამიანს ფინანსურად ეხმარებოდა. სენამ მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს შთააგონა თუ რას ნიშნავს შრომა და სპორტის სიყვარული. ის ცხოვრობდა და ამით ბედნიერი იყო. "ერთ დღესაც, გასაჭირში ყოფნისას, თქვენ გგონიათ რომ თქვენს ბრძოლასაც აქვს საზღვარი, თქვენ ეხებით ამ საზღვარს და უმალ ცდებით მას და აწყდებით ახალ საზღვარს და კიდევ ფიქრობთ რომ სწორედ ეს არის უკანასკნელი საზღვარი. მაგრამ სინამდვილეში თქვენ კიდევ შეგიძლიათ მას გადააბიჯოთ და უფრო წინ მყოფ საზღვარს მიადგეთ, თქვენი ჭკუით, ძალით, გამბედაობით, ინსტიქტით და გამოცდილებით თქვენ შეგიძლიათ იფრინოთ ძალიან მაღლა" - აირტონ სენა.
სტატიის დასასრულს:
  • ჟურნალისტი: "თქვენ უფრო ძლიერი მრბოლელი ხართ თუ აირტონ სენა?"
  • მიხაელ შუმახერი: "სენას ავარია ჩემი წინა ხედვის კამერით არის გადაღებული."