Belive

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუკა მოდრიჩი შეაქო (ვიდეო)

1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის გასული წლის სეზონი "რეალისათვის" განსაკუთრებული გამოდგა. მადრიდულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის ისტორია გადაწერა და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა. "ბლანკოსის" ტრიუმფში ლუკა მოდრიჩმა ლომის წვლილი დაიდო. საკლუბო დონეზე ჩატარებულ არაერთ ფენომენალურ პერფორმანსს ლუკა მოდრიჩმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალე ასპარეზობაც დაურთო, რის შედეგადაც ხორვატიამ მუნდიალის ფინალში გასვლა შეძლო. ლუკა მოდრიჩის შესახებ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა პორტუგალიელმა ლეგენდამ, ლუიშ ფიგუმ. "ბლანკოსის" ყოფილი ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ ლუკა მოდრიჩმა საყოველთაო აღიარება და ინდივიდუალური ჯილდოები დაიმსახურა. "მოდრიჩმა უდავოდ დაიმსახურა ინდივიდუალური ჯილდო. მსგავსი ტიტულების მინიჭება ყოველთვის სუბიექტუია - მაგრამ ფაქტია, რომ მოდრიჩმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. როგორც საკლუბო, აგრეთვე სანაკრებო დონეზე ლუკამ ფენომენალური პერფორმანსით დაგვამახსოვრა თავი. მიმდინარე სეზონში, მოდრიჩმა ნამდვილად დაიმსახურა ჯილდო", - აღნიშნა ლუიშ ფიგუმ.

სხვა სტატიები