Belive

ლეროი სანე და დანი კარვახალი იუბილარები არიან (ვიდეო)

2 წთ
"მანჩესტერ სიტისა" და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები, ლეროი სანე და დანი კარვახალი იუბილარები არიან. ლეროი სანე 23 წლის გახდა. გერმანელი ფეხბურთელი მანჩესტერული კლუბის ერთ-ერთი ლიდერია. "სიტიმ" ის "შალკედან" 2016 წელს შეიძინა. "შალკეში" ჯერ კიდევ თინეიჯერმა სანემ ჯამში 57 თამაში ჩაატარა და 13 ბურთი გაიტანა. რაც შეეხება "სიტის", 112 თამაშში 33 ბურთის გატანა შეძლო. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ლეროი სანე 2015 წელს გამოიძახეს. მას შემდეგ ის ნაკრების წევრად ითვლება, თუმცა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ის მთავარმა მწვრთნელმა არ წაიყვანა და შეცდომაც დაუშვა. გერმანიის ნაკრების რიგებში სანემ 17-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ დალაშქრა.
  11 იანვარს კიდევ ერთი იუბილარია მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველი დანი კარვახალი, რომელსაც 27 წელი შეუსრულდა. კარვახალი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და შეუცვლელი ფიგურაა. "სამეფო კლუბთან" ერთად მან 4-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მისი კარიერა კი სწორედ "რეალში" დაიწყო. ის "ბლანკოსის" ახალგაზრდულ გუნდში იწყებდა. 2012-13 წლებში "ლევერკუზენში" გადავიდა და ერთი სეზონი ითამაშა. ამის შემდეგ დაბრუნდა მადრიდში და დღემდე თეთრ მაისურს ირგებს. "ლევერკუზენის" შემადგენლობაში 3 თამაში ჩაატარა და 1 ბურთი გაიტანა. რაც შეეხება "რეალში" თამაშს, 219 მატჩის ჩატარება მოასწრო და 5-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში კარვახალი 2014 წელს გამოიძახეს. ეროვნული ნაკრების მაისური 20-ჯერ მოირგო.

სხვა სტატიები