Belive

ლიბერტადორესის თასის ფინალში არგენტინული დაპირისპირება შედგება (ვიდეო)

1 წთ
ლიბერტადორესის თასის ფინალური წყვილი ცნობილია. სამხრეთ ამერიკის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე არგენტინული დაპირისპირება შედგება. ლიბერტადორესის თასის ისტორიაში პირველად, ერთმანეთს "ბოკა ხუნიორსი" და "რივერ პლეიტი" დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ არგენტინული ფეხბურთის ფლაგმანებმა ნახევარფინალში ბრაზილიური კლუბები დაამარცხეს. ნახევარფინალური დაპირისპირების განმეორებით შეხვედრაში, "ბოკა ხუნიორსი" "პალმეირასს" ესტუმრა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, ორი შეხვედრის ჯამში კი არგენტინელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

იხილეთ "პალმეირასსა" და "ბოკა ხუნიორსს" შორის გამართული განმეორებითი ნახევარფინალური მატჩის მიმოხილვა

სხვა სტატიები