Belive

ლიონელ მესიმ თავისი კარიერის ფავორიტი გოლი დაასახელა (ვიდეო)

1 წთ
"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ გუნდში საკუთარ გატანილ გოლებზე ისაუბრა და მათგან ფავორიტიც ამოარჩია. მესის "ლა ლიგაში" სარეკორდო შედეგი აქვს. მან 400 ბურთის გატანა შეძლო. კარიერაში კი სულ 586 გოლი დაუგროვდა.
"ჩემთვის ყველა გოლი მნიშვნელოვანია, თუმცა ფავორიტი, რა თქმა უნდა, პირველი კარიერული გოლია, რომელიც რონალდინიოს გადაცემით ალბასეტეს წინააღმდეგ გავიტანე" - განაცხადა თავად მესიმ.
მან ასევე ისაუბრა სხვა გოლებზეც და აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტი გუნდის წარმატებაა და არა კონკრეტული ინდივიდუალური შედეგი.

სხვა სტატიები