Belive

ლორისი | ვთხოვეთ, რომ უილიამსი არ გაეგდო

1 წთ
საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, საფრანგეთი უელსს დაუპირისპირდა. ნიცაში, "ალიანც რივიერაზე" გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. მატჩის 26-ე წუთზე, საჯარიმოში ხელით თამაშის გამო, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ნეკო უილიამსი გააძევა და უელსის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. თერთმეტმეტრიანის შესრულება ნაკრებში ახლად დაბრუნებულმა კარიმ ბენზემამ გადაწყვიტა - ბენზემას დარტყმული დენი უარდმა მოიგერია.
მატჩის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების კიპერმა - უგო ლორისმა იციდენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მსაჯს უელსელი ფეხბურთელის დანდობა სთხოვა: "ყველამ ვთხოვეთ, რომ უელსელი ფეხბურთელი არ გაეძევებინა, რადგან მოედანზე 11-11-ზე დარჩენა გვსურდა. სამწუხაროდ მსაჯმა ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინა და წესების სრული დაცვით მიიღო გადაწყვეტილება."

სხვა სტატიები