ლუის ჰემილტონი ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის ტრიუმფატორი გახდა (ვიდეო)

ბრიტანული სპორტისათვის საკრალულ უქმეებს, სინათლის სხივად ლუის ჰემილტონის ტრიუმფი მოევლინა. “ლესტერის” მფლობელის, ვიჩაი შრივადანაპრაბჰას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ დაღი არაერთ სპორტულ მოვლენას დაასვა.

კვირას, 28 ოქტომბერს გამართული მექსიკის გრან-პრი ლუის ჰემილტონისათვის განსაკუთრებული გამოდგა. ფორმულა 1-ის ჩემპიონის ტიტულის მეხუთედ გასაფორმებლად ბრიტანელ მრბოლელს მინიმუმ მე-7 პოზიცია უნდა დაეკავებინა. ლუის ჰემილტონისათვის რბოლა იდეალურად წარიმართა. ჰემილტონმა მე-4 ადგილი დაიკავა – რაც ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

მექსიკის გრან-პრიზე გაფორმებული ჩემპიონის ტიტულის შემდეგ, ჰემილტონი ფორმულა 1-ის ყველა დროის საუკეთესო მრბოლელს, მიხაელ შუმახერს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ლეგენდარული შუმახერი ჩემპიონის 7 ტიტულს ფლობს. მეორე და მესამე პოზიციებს 5-5 გამარჯვებით, ხუან მანუელ ფანჯიო და ლუის ჰემილტონი იყოფენ.

(144)

სტატიის ავტორი
-