Belive

"მადლობა 5 შესანიშნავი წლისთვის" - ანდერ ერერამ მანჩესტერი დატოვა! (ვიდეო)

1 წთ

დღეს ესპანელმა ფეხბურთელმა, ანდერ ერერამ, ოფიციალური განცხადება გააკეთა გუნდიდან წასვლის შესახებ. მან საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მანჩესტერში გატარებულ წლებზე სიამაყით ისაუბრა, ფანებს მადლობა გადაუხადა და საზოგადოებას გუნდიდან წასვლა ამცნო. სად გააგრძელებს ბასკი კარიერას ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მის სახელს "პსჟ"-ს უკავშირებდნენ.

View this post on Instagram

I could never express enough gratitude 🔴 #MUFC

A post shared by Ander Herrera (@anderherrera) on

შეგახსენებთ, რომ ესპანელი "მანჩესტერ იუნატედმა" 2014 წელს "ბილბაოდან" 36 მილიონ ევროდ შეიძინა და გუნდში 5 წელი გაატარა. ერერამ 189 მატჩის ჩატარება მოასწრო და 20 გოლის გატანა მოახერხა. ამ დროის განმავლობაში "იუნაიტედის" გულშემატკივრებს ბასკი ძალიან შეუყვარდათ და კლუბისთვის თავდადებული საქციელების გამო დიდ პატივს სცემდნენ.

სხვა სტატიები